28 მარტს საქართველო-ესპანეთის მატჩს გულშემატკივარი დაესწრება. ამის შესახებ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„28 მარტს, ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს, დინამო არენაზე, რეგულაციების დაცვით,“-წერს ღარიბაშვილი.
თამაში 28 მარტს დინამო არენაზე 20:00 საათზე დაიწყება.