27 წლის ექთანი, რომელსაც ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, კლინიკაში გარდაიცვალა

27 წლის ექთანი, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, გარდაცვალება 12:00 საათზე დაფიქსირდა.

ცხედარს პროზექტურაში გადაასვენებენ.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი გუშინ განუვითარდა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. ის თბილისში, გვიან ღამით გადმოიყვანეს.