27 წლის ექთანი, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, გარდაცვალება 12:00 საათზე დაფიქსირდა.
ცხედარს პროზექტურაში გადაასვენებენ.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი გუშინ განუვითარდა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. ის თბილისში, გვიან ღამით გადმოიყვანეს.