მექსიკაში 500 მლნ ბარელის ნავთობსაბადო აღმოაჩინეს

მექსიკის სახელმწიფო კომპანია Pemex-მა შტატ ტაბასკოს სამხრეთ-აღმოსავლეთში ახალი ნავთობსაბადო აღმოაჩინა. ამის შესახებ კორპორაციის ხელმძღვანელმა ოტავიო ოროპესმა განაცხადა.

„ეს უკვე მესამე უმსხვილესი ნავთობსაბადოა, რომელიც 2018 წლის დეკემბრიდან მექსიკის ხელისუფლების მიერ იქნა აღმოჩენილი. „ძიმპონა-1“ სახელწოდების ნავთობსაბადოს პირველადი მარაგები 500-600 მილიონი ბარელია“, - განაცხადა ოროპესამ მექსიკის მთავრობის Twitter-ის გვერდზე ტრანსლირების დროს.

2020 წელს კომპანია Pemex-მა, 2019 წელთან შედარებით, 480,96 მილიარდი პესოთი იზარალა, რაც 23 მლრდ დოლარია. 2019 წელს მისმა სუფთა მოგებამ 38%-ით იკლო.

მექსიკის პრეზიდენტ ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორს არაერთხელ განუცხადებია, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობდა ნავთობმოპოვების სფეროს განვითარებას. ის პირობას დებს, რომ 2024 წლისთვის ქვეყანაში ნავთობმოპოვება დღე-ღამეში 2 მილიონ ბარელს მიაღწევს. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 1,64 მლნ ბარელი იყო.

კოკა კვირკველია