საუდის არაბეთი იმედოვნებს, რომ ნავთობზე ფასების დაცემა უახლოეს პერიოდში შეწყდება

ნავთობის უმსხვილესი მომპოვებელი საუდის არაბეთი იმედოვნებს, რომ ნავთობზე მსოფლიო ფასების დაცემა უახლოეს პერიოდში შეწყდება.

"დოიჩე ველე" გამოცემა "Wall Street Journal"-ზე დაყრდნობით წერს, რომ სპარსეთის ყურის რეგიონის ქვეყნებს უკიდურესი ზღვარი არ დაუდგენიათ, მაგრამ, თუკი ფასები 60 დოლარზე ქვემოთ ჩამოვა, ეს დიდხანს არ გაგრძელდება.

გამოცემის ინფორმაციით, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ელოდებოდნენ, რომ ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის, ნავთობის ფასის 70 დოლარამდე ჩამოსვლა პანიკას გამოიწვევდა. თუმცა, საუდის არაბეთი და სხვა ქვეყნებიც შეეგუენ ფასს, როდესაც ბარელი ნავთობი 60 დოლარამდე ჩამოვიდა.

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ფინანსურ დანაკარგებს საუდის არაბეთის შეიხები იმის გამოც ეგუებიან, რომ ნავთობზე მსოფლიო ფასების ვარდნა მათ მუდმივ მოწინააღმდეგე ირანს აზარალებს, რომლის ბიუჯეტის 70 პროცენტი ნავთობიდან მიღებულ შემოსავლებზეა დამოკიდებული.