სოციალური ქსელები - Facebook-ი, Instagram-ი და Whatsapp-ი მსოფლიოს უმეტეს ნაწილში შეფერხებით მუშაობს. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, გლობალურად, მომხმარებლების დიდ ნაწილს საკუთარ გვერდებზე შესვლა უჭირთ.
კონკრეტულად, მომხმარებლებს პრობლემა აქვთ „მესენჯერით“ შეტყობინებების მიღებასა და გაგზავნისას.
როგორც „ფოქსნიუსი“ წერს, Instagram -ის გათიშვები დაფიქსირდა აშშ-ში, ევროპის მასშტაბით და ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.
სამივე აპლიკაცია, რომელიც კომპანია Facebook-ის ნაწილია, ერთ ტექნოლოგიას იზიარებენ.