2021 წლის თებერვალში თბილისში ბინების გაყიდვებმა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 5%-ით გადააჭარბა - ამის შესახებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის ანგარიშში.
2021 წლის იანვარსა და თებერვალში თბილისში გაყიდული სახლების/ბინების პროცენტული გადანაწილება უბნების მიხედვით კი ასეთია:
„აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წლის პირველი ორი თვის ტრანზაქციები მეტნაკლებად მიჰყვება ზოგადად არსებულ ტრენდს. მიუხედავად იანვარში ტრანზაქციების 14%-იანი კლებისა, 2021 წლის თებერვლის გაყიდვებმა 2019 წლის იმავე თვის მონაცემებს 5%-ით გადააჭარბა“, - აღნიშნულია კვლევაში.
ანგარიშის მიხედვით, თბილისში 2021 წელს გაყიდული საცხოვრებელი უძრავი ქონების რაოდენობა სულ უფრო უახლოვდება 2019 წლის ნიშნულს.