საქართველოში წარმოებული ტრიკოტაჟის ტანსაცმლის ექსპორტი გაიზარდა და ის უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო პოზიციებზეა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან 8,4 მლნ აშშ დოლარის პროდუქცის ექსპორტი განხორციელდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 7,4 მლნ აშშ დოლარის. ამავე მონაცემების მიხედვით, ტრიკოტაჟის ნაწარმს მთლიან საექსპორტო სასაქონლო ჯგუფში 2,3%-ანი წილი უკავია.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, იმ კომპანიების ჩამონათვალით, რომლებიც ტრიკოტაჟის ტანსაცმელს უცხოეთში ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდიან.
საქსტატიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ეს კომპანიებია:
· შპს „ავთანდილ ცქვიტინიძე“
· სს სამკერვალო კომპანია იმერი
· შპს აჭარა ტექსტილე
· შპს ჯორჯიან ტექსტილი
· შპს ემ ფი თი ჯორჯია
· შპს ტიფლის ტექსტილი
· შპს ჯეპრო
· შპს ფასთ თრექ ტექსტილე ლთდ
· შპს მეჯიკტრანს
· შპს მელისა
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს „ავთანდილ ცქვიტინიძე“ 2012 წლის 30 იანვარს დაფუძნდა. ბოლო ამონაწერის მიხედვით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძეა.
სს სამკერვალო კომპანია იმერი - 2010 წლის 13 იანვარს დარეგისტრირდა. კომპანიის 2019 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, მას 10 მეწილე და 2 თანამესაკუთრე ჰყავს (წყარო.reportal.ge). კომპანიის მფლობელები არიან: 1. სიმონიძე მაია 14.85 %; 2. ჩიხლაძე გიორგი 10.34 %; 3. აბულაძე ნანა, ნიკიფი მამუკა, ნიკიფი ზვიად, (თანამესაკუთრეები) 10.34 %; 4. გვენეტაძე ზაზა 10.50 %; 5. ხაჩიძე ლიანა 10.3 %; 6. კახიანი ინგა 5 %; 7. კახიანი ხათუნა 5 %; 8. ლომიძე უშანგი 10.31 %; 9. ელბაქიძე ლელა 6.07 %; 10. სანოძე ცისანა 5.02 %. ბოლო ამონაწერის მიხედვით, კი კომპანიის დირექტორი გიორგი ჩიხლაძეა.
შპს აჭარა ტექსტილე - 2010 წლის 20 იანვარს დაფუძნდა. კომპანიის 100%-ანი წილი თურქეთში რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოებას "აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთ" ეკუთვნის. საქართველოში ხელმძღვანელი პირები კი არიან: თურქეთის მოქალაქეები, რაიფ საიგინი და ონურ სეზერი, ასევე, საქართველოს მოქალაქეები, გია ლომინაძე, ლაშა ხალვაში და დათო ჯაიანი.
შპს ჯორჯიან ტექსტილი - 2010 წლის 29 იანვარს დაფუძნდა. კომპანიის 100%-ანი წილი თურქეთის მოქალაქეს ნურდან სინდელიშიქს ეკუთვნის. ბოლო ამონაწერის მიხედვით, ჯორჯიან ტექსტილის დირექტორია ბილგინ სარი.
შპს ემ ფი თი ჯორჯია - 2016 წლის 12 ოქტომბერს დაფუძნდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი მიხელ გეთიაა.
შპს ტიფლის ტექსტილი - 2016 წლის 27 ოქტომბერს დაფუძნდა. კომპანიის 100%-ანი წილის მფლობელი და დირექტორი გიორგი გაჩეჩილაძეა.
შპს ჯეპრო - სამეწარმეო რეესტრში 2017 წლის 1-ელ ნოემბერს დარეგისტრირდა. კომპანიის მფლობელი და დირექტორი საქართველოსა და სომხეთის მოქალაქე ონიკ ღარიბიანია.
შპს ფასთ თრექ ტექსტილე ლთდ -2014 წლის 13 მაისს დაფუძნდა. კომპანიის 100% თურქეთში რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოებას „იმთექს გიიმ სანაი ვე თიჯარეთ“ ეკუთვნის. კომპანიის დირექტორი კი თურქეთის მოქალაქე ალი შაჰინია.
შპს მეჯიკტრანს - 2018 წლის 13 ნოემბერს დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-ანი წილის მფლობელი და დირექტორი მუხრან არძენაძეა.
შპს მელისა- 2016 წლის 7 ოქტომბერს დაფუძნდა. კომპანიის მფლობელი და დირექტორი ბესიკ ქორიძეა.