ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა გადაიდო

ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა ორი წლით გადაიდო.

"ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 სექტემბრის დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, ყულევის თიზ-ის ფუნქციონირების დაწყების ბოლო ვადად 2014 წლის 1-ლი სექტემბრის ნაცვლად, 2016 წლის 1 სექტემბერი განისაზღვრა.

ყულევის თიზ-ის ორგანიზატორის/ადმინისტრატორის უფლებამოსილებას Socar Georgia Investments ახორციელებს. თიზის ფუნქციონირების დაწყების მიზნით, ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არა უგვიანეს 2015 წლის 31 დეკემბრისა, შეიმუშაოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განაშენიანების რეგულირების გეგმა "თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ".