საქართველოში შობადობა შემცირდა - საქსტატი

2020 წელს საქართველოში შობადობა 3,7%-ით შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შარშან ქვეყანაში 46 520 ბავშვი დაიბადა, 2019 წელს - 48 296.

2020 წელს ცოცხლად დაბადებულთა 46 520 ბავშვიდან 24 289 ბიჭი და 22 231 გოგოა.

2020 წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა ქ. თბილისში (15 271 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (259 ბავშვი).

screenshot-3-1617090066.png

ამასთან, საქსტატის ცნობით, დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 38.0 პროცენტი, მეორე შვილის წილი შემცირდა 36.5 პროცენტიდან 35.8 პროცენტამდე, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 24.7 პროცენტიდან 25.8 პროცენტამდე გაიზარდა.

2020 წელს, დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 30 პროცენტიდან 28.4 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის ქალების წილი 66.1 პროცენტიდან 67.2 პროცენტამდე გაიზარდა. ასევე ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 3.8 პროცენტიდან 4.4 პროცენტამდე გაიზარდა.

2020 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 25.8 წლით განისაზღვრა.