საქართველოდან სატაცურის ექსპორტი რეკორდულად იზრდება - ქვეყნები, სადაც პროდუქტს ვყიდით

საქართველოდან სატაცურის ექსპორტი რეკორდულად იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თუ 2018 წელს ქვეყნიდან 1,4 ათასი აშშ დოლარის (0,2 ტონა) პროდუქტი გავიდა, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 22,6 ათას აშშ დოლარს (5,9 ტონა) შეადგენდა, ხოლო 2020 წელს 43,7 ათას აშშ დოლარს (9,5 ტონას).

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ ქვეყნების ჩამონათვალით, სადაც საქართველომ გასულ წელს სატაცურის ექსპორტი განახორციელა. ჩამონათვალში მხოლოდ ორი ქვეყანაა, ძირითადი სავაჭრო პარტნიორი კი რუსეთია.

  • რუსეთი - 9.3 ტონა (41.8 ათასი აშშ დოლარი)
  • სომხეთი - 0.2 ტონა (1.9 ათასი აშშ დოლარი)
ნინი ქეთელაური