პოლონეთში ხილ-ბოსტნის პირველი სავაჭრო აპარატი დადგეს

დასავლეთ პოლონეთის ქალაქ ოპოლეს ფერმერმა ხილ-ბოსტნის პირველი სავაჭრო აპარატი დაამონტაჟა. AgroTimes-ის ცნობით, ოპოლეს გროშოვიცას რაიონში დამონტაჟებული ხილ-ბოსტნის აპარატში გაკეთებულია უჯრედებიანი სათავსო გამჭვირვალე კარით. ხილ-ბოსტნის პროდუქტი ამ უჯრედებშია მოთავსებული. გადახდა შესაძლებელია როგორც ნაღდი ფულით, ისე ბარათით.

ხილ-ბოსტნის აპარატით, ჯერჯერობით, კარტოფილსა და ვაშლს ყიდიან, მაგრამ აპარატში მალე ჭარხალს, სტაფილოსა და მწვანილს განათავსებენ. პროდუქტით აპარატს ადგილობრივი ფერმერი ამარაგებს, რომელიც საქონელს წონის და სპეციალურ ყუთებში ფუთავს. ხილ-ბოსტნის აპარატი სულ რამდენიმე დღეა რაც მუშაობს და უკვე დიდი ინტერესით სარგებლობს.

მალე აპარატი ახალი ხილ-ბოსტნით ყოველდღიურად შეივსება. იგეგმება, ასევე, აპარატის ყოველდღიური დეზინფექცირება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ