დონალდ ტრამპი Coca-Cola-ს და სხვა ამერიკულ კომპანიებს ბოიკოტს უცხადებს

Fox News-ის ცნობით, აშშ-ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკელებს მოუწოდებს, ბოიკოტი გამოუცხადონ კომპანია Coca-Cola-ს, ბეისბოლის მთავარ ლიგას და სხვა კორპორაციებს, რომლებიც მხარს არ უჭერენ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას.

ტრამპის თქმით, კომპანიები MLB (ბეისბოლის უმაღლესი ლიგა — Major League Baseball), Coca-Cola, Delta Airlines, JPMorgan Chase, ViacomCBS, Citigroup, Cisco, UPS და Merck თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ეწინააღმდეგებიან.

ეს კომპანიები შტატ ჯორჯიას საარჩევნო კანონმდებლობის იმ ცვლილების წინააღმდეგ გამოვიდნენ, რომელიც ამომრჩეველთა რეგისტრაციის გამკაცრებას ითვალისწინებს. ამასთან, რეგიონალურ კანონში ცვლილებით, დისტანციური ხმის მიცემის დროს ფოტოს საშუალებით სპეციალური პერსონის იდენტიფიცირება მოხდება. აგრეთვე, დაწესდება რიგი აკრძალვები წინასაარჩევნო აგიტაციის დროს. კორპორაციები, რომელთა სათაო ოფისები ჯორჯიის შტატში მდებარეობს, ამ ცვლილებას სკეპტიკურად უყურებენ.

კანონის გამო ბეისბოლის უმაღლესმა ლიგამ პროტესტი გამოხატა და გუნდ Braves-ის თამაში ატლანტის მშობლიური სტადიონიდან სხვაგან გადაიტანა. MLB-ს პროტესტს სხვა კომპანიებმაც დაუჭირეს მხარი.

დონალდ ტრამპის შეფასებით, ამ კომპანიების ქმედებები რადიკალური მემარცხენე დემოკრატების შიშით არის გამოწვეული.

კოკა კვირკველია