სავალუტო ჯიხურებში დოლარის გასაყიდი ფასი 1,90-დან 1,92-მდე მერყეობს

ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში დოლარის გაყიდვის ფასი სხვადასხვაგვარია.

როგორც სავალუტო ჯუხურებში განმარტავენ, დოლარის კურსმა ბოლო ორი დღის განმავლობაში დაიწია. სავალუტო ჯიხურების ნაწილი დღეს დოლარს 1,90-ად ყიდის და 1,83-ად ყიდულობს; ნაწილი კი 1,92-ად ყიდის, შესყიდვის ფასი კი 1,80-ია.

რაც შეეხება მომხმარებლებს, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ამბობენ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში დოლარი საკმაოდ ცოტა ადამიანმა იყიდა.

დოლართან მიმართებაში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი 1.95 ლარს შეადგენს. ახალი ოფიციალურ კურსი კი, დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ლარის კურსის ვარდნა 21 ნოემბრიდან დაიწყო, დოლარის გასაყიდმა ფასმა 2 ლარსაც გადააჭარბა.