ხაჭაპური გაძვირდა - წლიურად მომზადების საშუალო ღირებულება 3.4%-ით გაიზარდა

ISET-ის ხაჭაპურის ინდექსის თანახმად, 2021 წლის მარტში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 4.61 ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან (2021 წლის თებერვლის) შედარებით 1.7%-ით ნაკლებია, ხოლო წინა წლის მარტთან შედარებით კი 3.4%-ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ ინდექსი ყველა ქალაქში შემცირდა, თუმცა, განსაკუთრებით შესამჩნევი - 3.1%-იანი ვარდნა ქუთაისში იყო. შედეგად, ქუთაისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ფასი 4.63 ლარიდან 4.49 ლარამდე შემცირდა. თბილისსა და თელავში ხაჭაპურის მომზადების ფასი 4.87 ლარი იყო; ბათუმში კი - 4.68 ლარი.

რაც შეეხება შემცირების მიზეზებს, „აისეტის“ ცნობით, ეს სეზონურია და დიდმარხვის გამო რძის პროდუქტებზე მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება.

თაია არდოტელი