ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზიციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ ბოლო შვიდი კვირის მანძილზე მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები ზრდას შეუჩერებლად განაგრძობს.
„იანვარსა და თებერვალში მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები 6 კვირის მანძილზე მცირდებოდა. ახლა კი, უკვე მეშვიდე კვირაა ინფიცირებულთა რიცხვი შეუჩერებლად იზრდება. რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, უკვე ოთხი კვირაა მსხვერპლთა რიცხვიც მუდმივად იზრდება“, -განაცხადა მან.
ბოლო მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის 136 მილიონი შემთხვევა ფიქსრდება, ვირუსს 2.95 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.