აშშ ჩინეთს ვალუტის მანიპულატორების სიიდან ამოიღებს

Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო მორიგ ნახევარწლიან ანგარიშში არ აპირებს, ჩინეთი ვალუტით მანიპულირებაში დაადანაშაულოს.

დოკუმენტი ხუთშაბათისთვის იქნება მზად, თუმცა უცნობია, როდის გაასაჯაროვებს მას უწყება.

Bloomberg წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ფინანსთა სამინისტრო, ასევე გეგმავს იმ კრიტერიუმების კორექტირებას, რომლის მიხედვით ქვეყნებს ვალუტით მანიპულირებაში სდებენ ბრალს. თუ ცვლილებები ძალაში შევა, ამ ტიპის ქვეყნების ჩამონათვალი განახევრდება.

2019 წლის თებერვალში ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინეთი ვალუტის მანიპულატორად გამოაცხადა, თუმცა გასული წლის იანვარში ის ამ სიიდან ამოიღო.

2020 წლის დეკემბერში თეთრმა სახლმა ვალუტის მანიპულატორებად ვიეტნამი და შვეიცარია გამოაცხადა. ჯერჯერობით უცნობია, დარჩებიან თუ არა ეს ქვეყნები ამ სიაში.

კოკა კვირკველია