ვარშავა და ვილნიუსი - Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენებს ანახლებს

ავიაკომპანია Wizz Air საქართველოს ბაზარზე ფრენებს ანახლებს.

საქართველოს აეროპოტების გაერთიანების ინფორმაციით, „18 აპრილს, განახლებული ქუთაისის აეროპორტიდან ვილნიუსისა და ვარშავას მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები აღდგება, მაისიდან ფრენები რიგის და დორტმუნდის მიმართულებით დაიწყება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე: https://wizzair.com/

ბილეთებთან დაკავშირებულ დეტალებზე ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, მიმართოთ ავიაკომპანიას“, - აღნიშნულია საქართველოს აეროპოტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, „ვიზეარი" ივნისიდან ფრენებს ევროპის კიდევ 13 მიმართულებით ეტაპობრივად განაახლებს.