ნათია თურნავა - ამოცანა არის, რომ ნდობა შეიქმნას „ნამახვანი ჰესის" პროექტის მიმართ - მოიხსნას ლეგიტიმური კითხვები და სპეკულაციები

ამოცანა არის, რომ ნდობა შეიქმნას „ნამახვანი ჰესის" პროექტის მიმართ. მოიხსნას ლეგიტიმური კითხვები და სპეკულაციები,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, შეიქმნება ექსპერტთა საბჭო, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეებიც შეძლებენ მონაწილეობის მიღებას.

„ჩვენი მოთხოვნით კომპანია „ენკა" გახსნის კვლევებს, რომელსაც გადმოგვცემს და გახდება საჯარო ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

დღემდე „ენკას" კვლევების დიდი ნაწილი გამოქვეყნებული არის. არსებობს უამრავი რუკა და ნახაზები, რომლიც სრულად ხელმისაწვდომია ექსპერტებისთვის.

ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან შეხვედრებს გავაგრძელებთ, ასევე გადავცემთ კვლევებს, იმისთვის, რომ თავიანთი მოსაზრება გამოთქვან.

ამოცანა არის, რომ ნდობა შეიქმნას „ნამახვანი ჰესის" პროექტის მიმართ. მოიხსნას ლეგიტიმური კითხვები და სპეკულაციები.

მოხარული ვიქნებით, რიონის მცველები, აქციების აქტივისტები, ან მათი ნდობით აღჭურვილი ექსპერტები ჩაერთონ ამ პროცესში.

დღეს შეიქმნება ექსპერტთა საბჭო, მათ შორის საპროტესტო აქციის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა ამ ექსპერტთა საბჭოში წარმოადგინონ თავისი წარმომადგენლები",-განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, ამ წუთებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და კომპანია "ენკას" დირექტორი მერაბ ლომინაძე სამუშაო შეხვედრას "ნამახვანი ჰესის" პროექტთან დაკავშირებით პროფილურ ექსპერტებთან მართავენ.