ჩინეთი წელს საბაზისო პენსიას 4,5%-ით ზრდის

მიმდინარე წლის განმავლობაში ჩინეთი აპირებს ქვეყანაში არსებული საბაზისო პენსიის 4,5%-ით გაზრდას. ამის შესახებ ინფორმაციას, ქვეყნის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო ავრცელებს.

„შედეგად, ჩინეთის ხელისუფლება „ასაკის“ პენსიას უკვე ზედიზედ მე-17 წლის განმავლობაში გაზრდის“, - წერს საანგენტო „სინხუა“.

საშუალო საბაზისო პენსიის გაზრდა შეეხებათ ქარხნის ყოფილ მუშებს, სახელმწიფო დაწესებულებისა და სახელმწიფო აპარატის ყოფილ თანამშრომლებს.

ცნობისთვის, 2020 წელს ჩინეთში პენსია 5%-ით გაიზარდა. ჩინეთში 300 მილიონამდე მოქალაქე იღებს პენსიას. ქვეყანაში საპენსიო ასაკი 60 წლიდან იწყება და საბაზისო ანაზღაურება 400 დოლარამდე აღწევს.