"სპუტნიკმა" აფხაზეთში რადიომაუწყებლობა დაიწყო

"სპუტნიკმა" ოკუპირებულ აფხაზეთში რადიომაუწყებლობა დაიწყო.

"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, "სპუტნიკ-აფხაზეთი" ყველაზე მსხვილი მედიაპროექტია რეგიონში და 24-საათის განმავლობაში გადასცემს ინფორმაციას აფხაზურ და რუსულ ენებზე. რადიოს გარდა, ამუშავდა "სპუტნიკ-აფხაზეთის" ვებპორტალი, რომელიც, ძირითადად, ფოკუსირებული იქნება ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მედიაში კომპანია "სპუტნიკის" მიერ 101,4 მეგაჰერც სიხშირეზე მაუწყებლობის დაწყების შესახებ გავცელებული ინფორმაციის შესწავლა დაიწყო.

კომპანია "სპუტნიკს" რადიომაუწყებლობის დაწყების მცდელობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰქონდა. შესაბამის შეთანხმებას კომპანიამ "რ რადიოსთან" მიაღწია, თუმცა "სპუტნიკის" მაუწყებლობის დაწყების შესახებ ინფორმაციას საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა და კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ "სპუტნიკის" მიერ 101,4 მეგაჰერც სიხშირეზე მაუწყებლობის დაწყების შესახებ გავცელებული ინფორმაციის შესწავლა დაიწყო. "რ რადიომ" კი "სპუტნიკის" გადაცემების განთავსებასთან დაკავშირებით შეთანხმება გააუქმა.