იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო დაწესებული სანქციები გააფართოვა.

უკრაინული მედიის ცნობით, იაპონიის ახალი სანქციები კიდევ 26 მოქალაქესა და 14 ორგანიზაციას შეეხება, მათ შორის ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენლებს. გავრცელებული ინფორმაციით, იაპონიაში ქონების არსებობის შემთხვევაში, გაფართოებულ სიაში მოხვედრილ პირებსა და ორგანიზაციებს ფინანსური აქტივები გაეყინებათ.

იაპონიამ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო რუსეთს სანქციები თავდაპირველად მარტში დაუწესა. ბოლოს კი სანქციების სია სექტემბერში გააფართოვა.