მსოფლიოში ღვინის მოხმარება 3%-ით შემცირდა

2020 წელს მსოფლიოში ღვინის მოხმარება 3%-ით შემცირდა და ამით 2002 წლის მინიმუმს მიაღწია. ამის შესახებ საუბარია მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

„2020 წელს ღვინის მოხმარება ფასდება 234 მილიონი ჰექტოლიტრით, რაც 3%-ით ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს. ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია 2002 წლის შემდეგ. ეს კი მაშინ, როცა 2019 წელთან შედარებით 2020 წელს 1%-ით არის გაზრდილი ღვინის წარმოება და შეადგენს 260 ათას ჰექტოლიტრს“, - წერია განცხადებაში.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ღვინის მოხმარების კლებაზე გავლენა იქონია პანდემიამ, რომლის გამო ცალკეული ქვეყნების ხელისუფლებებს მოუწიათ ბარ-რესტორნების დახურვა და ტურისტების მიღების შეზღუდვა.

ყველაზე მეტად ღვინის მოხმარება შემცირდა ჩინეთში (-17,4%) და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში (-19,4%). ექსპერტების აზრით, ჩინეთში ვენახების ფართობის შემცირება, ღვინის მოხმარებისა და წარმოების კლება იძლევა სიგნალს ბაზრის სწრაფი ზრდის ტემპის შენელების, რომელიც 20 წლის წინ დაიწყო.

კოკა კვირკველია