ავსტრალიაში ყველაზე დიდი ბრილიანტის ბეჭედი გაიყიდა

სიდნეის აუქციონზე ყველაზე დიდი ბრილიანტის ბეჭედი რეკორდულ ფასად, 965 ათას დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას 9News ავრცელებს.

აღნიშნული ბეჭედი ყველაზე ძვირფასი ქვაა, რომელიც ავსტრალიაში ოდესმე გაუყიდიათ. მისი ბრილიანტი კვადრატული ფორმისაა და 25 კარატს იწონის. ბრილიანტის გრავირება 47- კარატიანი დაუმუშავებელი ალმასისგან მოხდა. აუქციონის სახლის მონაცემებით, გაყიდული ქვა ერთადერთი და უნიკალურია, რადგან გარდა იმისა, რომ ის 25-კარატიანია, ასევე, აბსოლუტური ხარისხისაა.

ავსტრალიაში წინა რეკორდი 2002 წელს დაფიქსირდა, როცა აუქციონზე 17-კარატიანი ბრილიანტი 444 ათას დოლარად გაიყიდა.

კოკა კვირკველია