მილიარდერ მეცნიერს, რომელმაც Pfizer-BioNTech ვაქცინა შექმნა, საფონდო ბირჟაზე არც ერთი აქცია არ გაუყიდია

ერთი წლის წინ, როდესაც კორონავირუსის გამო მსოფლიოში პანდემია გამოცხადდა, ბიოფარმაცევტულმა ინდუსტრიამ უპრეცედენტო რეაგირება მოახდინა.

სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების კომპანიებმა პრობლემის გადაჭრის გზა სწრაფად იპოვეს და პერსპექტიული ვაქცინირების მცდელობები მალევე მოხდა. საუკეთესო ვაქცინების შემქმნელი კომპანიების აქციების ფასმა მალევე მოიმატა. უმეტესმა ნაწილმა აქციების გაყიდვა გადაწყვიტა. თუმცა, მათ შორის გამონაკლისია Pfizer-BioNTech -ის აღმასრულებელი დირექტორი და მეცნიერი უგურ შაჰინი.

როგორც ფასიანი ქაღალდების და გაცვლის კომისიის დოკუმენტები აჩვენებს, შაჰინმა, რომელმაც შექმნა პირველი Covid-19 ვაქცინა, რომელიც დაშვებულია აშშ – ში, პანდემიის დროს მისი კომპანიის სწრაფად მზარდი აქციების არცერთი წილი არ გაყიდა.

შაჰინის გადაწყვეტილება, არ გაყიდოს BioNTech– ში თავისი წილი, ასახავს მის მიდგომას ცხოვრების და ბიზნესის მიმართ. ის არის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც გერმანიის ქალაქ მაინცში, მოკრძალებულ ბინაში ცხოვრობს. სამსახურში ველოსიპედით მიდის და არ ფლობს მანქანას. LinkedIn-ის საკუთარ გვერდზე იგი თავის თავს ახასიათებს ონკოლოგიის პროფესორად მაინცის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში.

მაშინ, როდესაც დედამიწა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კრიზისში იმყოფებოდა, შაჰინი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში, მეცნიერების დიდი ნაწილი დაარწმუნა, რომ Covid-19 გახდებოდა მომაკვდინებელი პანდემია და BioNTech ვაქცინის შექმნისკენ უბიძგა.

Pfizer-BioNTech ვაქცინამ უოლ სტრიტის ხედვაში რევოლუცია მოახდინა. პანდემიამდე რამდენიმე თვით ადრე, შაჰინი ნიუ-იორკში გაემგზავრა, რათა ინვესტორებისთვის BioNTech- ის აქციები მიეყიდა. იმ დროისთვის, BioNTech იყო ათი წლის კომპანია, რომელსაც ჯერ არ ჰქონდა შემუშავებული საინტერესო პროდუქტი მისი mRNA და იმუნოთერაპიის ტექნოლოგიების საფუძველზე.

თავდაპირველად საფონდო ბირჟაზე BioNTech 3,4 მილიარდ დოლარად შეფასდა. თუმცა, ვაქცინის შემუშავებისთანავე კომპანიის ღირებულება 900% -ით გაიზარდა. შაჰინის წილი BioNTech– ში 6,1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ფასიანი ქაღალდების კომისიაში არსებული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ შაჰინი BioNTech აქციის 17% -იან წილს აკონტროლებს, რაც 41,66 მილიონი აქციაა.

Wall Street Journal– ის თანახმად, გასულ წელს საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით Moderna, Pfizer და Novavax NVAX-ის გენერალურმა დირექტორებმა დიდი მოგება მიიღეს. გაყიდვები მიმდინარე წელსაც გრძელდება. Moderna- ს აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფან ბანსელმა პანდემიის დაწყებიდან დღემდე 150 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების აქციები გაყიდა. ის Moderna-ს 8%-ზე ნაკლებს კვლავ ფლობს. კომპანია განმარტავს, რომ აქციების გაყიდვები წინასწარ დადგენილი სავაჭრო გეგმების საფუძველზე ხორციელდება.

ნოემბერში, Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ კომპანიაში თავისი აქციების დაახლოებით 60% გაყიდა. თავის მხრივ, ბოლო 18 თვის განმავლობაში შაჰინს არცერთი BioNTech– ის წილი არ გაუყიდია. ბედის ირონიით, ყველა აქციების შენარჩუნების შედეგად, ის ახლა ბევრად უფრო მდიდარია, ვიდრე აქამდე იყო.

თეონა რამაზაშვილი