მარტში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 104, 881 მლნ დოლარით შემცირდა და 7,720 მლრდ დოლარი შეადგინა.
წლიურ ჭრილში კი საგარეო ვალდებულებები 2,032 მლრდ დოლარით არის გაზრდილი. 2020 წლის მარტში სახელმწიფოს საგარეო ვალის მოცულობა 5,688 მლრდ დოლარს შეადგენდა.
2021 წლის მარტის მონაცემებით, სახელმწიფო ვალიდან მთავრობის საგარეო ვალდებულებები შეადგენდა 7,353 მლრდ დოლარს, ეროვნული ბანკის კი - 367 მლნ დოლარს.
ცნობისთვის, ქვეყანას საერთაშორისო ინსტიტუტების, ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფოები და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული ვალდებულებები აქვს. საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD). კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 886,577 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 1,144 მლრდ დოლარს, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 1,730 მლრდ დოლარს აჭარბებს.
რაც შეეხება სახელმწიფოს მევალე სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
რაც შეეხება ქვეყნებს, ორმხრივი კრედიტორი ქვეყნებიდან გერმანია ლიდერობს, რომლის მიმართაც საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 31 მარტის მდგომარეობით, 2,392 მლრდ ლარი იყო, მას მოსდევს საფრანგეთი - 1,891 მლრდ ლარით; მე-3 პოზიციაზე კი იაპონიაა - 689,393 მლნ ლარით. სხვა ქვეყნების მიმართ კი სახელმწიფო საგარეო ვალის სტატისტიკა ასეთია: