Google Chrome მაღაზიებში ფასდაკლებებს „თვალს მიადევნებს“

Google Chrome-ის ბოლო ვერსია სისტემისთვის Android მოიცავს ფუნქციას, რომელიც ფასებს ადევნებს თვალს. როგორც The Verge წერს, ამ ეტაპზე ის ყველა მოწყობილობაზე არ მუშაობს.

პორტალის ცნობით, ამიერიდან Google Chrome მონიტორინგს გაუწევს ღია ჩანართებს და გადაამოწმებს ინფორმაციას, თუ სად გაჩნდა ფასდაკლებები. იმ შემთხვევაში კი, თუ ფასდაკლებას დააფიქსირებს, ინფორმაციას მომხმარებელს მიაწვდის.

Google Chrome-ის დესკტოპ ვერსიას კი ფასდაკლებებისთვის თვალის დევნება შეუძლია Keepa ფუნქციის გაფართოვებით, თუმცა, ის მხოლოდ Amazon-ის სერვისებისთვის მუშაობს. ცნობისთვის, ფასების მონიტორინგის სერვისი საკუთარ ბრაუზერში 2020 წლის ოქტომბერში აამუშავა Microsoft-მა, ხოლო Firefox ამ ფუნქციას ჯერ კიდევ 2018 წელს ტესტავდა, თუმცა, ოფიციალურად არ წარმოუდგენია.

კოკა კვირკველია