ყველაზე მოთხოვადი პროდუქტები მსოფლიოში, რომლის წარმოებასაც უზარმაზარი ადამიანური და გარემოსდაცვითი ხარჯები აქვს

ყოველი წლის 22 აპრილს “დედამიწის დღეს“ აღნიშავენ. საყოველთაო გარემოსდაცვითი დღე 1970 წელს დაფუძნდა. შეიძლება ითქვას, რომ მას შემდეგ ამ მხრივ ადამიანთა ცნობიერება დიდწილად გაიზარდა. თუმცა, ჩვენს პლანეტას კვლავ საფრთხე ემუქრება. ეს საფრთხე კი ხშირად ძალიან მოულოდნელი მიზეზით არსებობს.

იცოდით, რომ ოქრომ, ავოკადომ და დილის ყავამაც კი შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს დედამიწაზე?

ბრილიანტები - ზიმბაბვე

დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ნივთი, ბრილიანტი იმ ქვეყნებში, სადაც ისინი გვხვდება, პრობლემად იქცა. მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ ზიმბაბვე.

მარანჟში, ზიმბაბვეს აღმოსავლეთ ნაწილში ბრილიანტები პირველად 2001 წელს აღმოაჩინეს, რის შემდეგაც მათი მოპოვება ისეთი უკონტროლო გახდა, რომ ძვირფასი რესურსი "სისხლიანი ბრილიანტების" სახელით გახდა ცნობილი. 2003 წელს მსოფლიოს მთავრობებმა დააარსეს KP, რომლის მიზანი იყო ბრილიანტის ექსპორტისა და იმპორტის კონტროლი აფრიკაში. ამასთან, Human Rights Watch– ის თანახმად, KP კონფლიქტის დასრულებაში არაეფექტური აღმოჩნდა.

2018 წლის მაისში ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები იძულებითი შრომისა და წამების მსხვერპლნი იყვენ. ხოლო პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში, მათ ფიზიკური ძალით შლიდნენ და გაჩუმებას აიძულებდნენ. ზიმბაბვეში ბრილიანტის მოპოვება დღემდე უკონტროლოდ ხორციელდება. ძალით დასაქმებულები კი ძალიან ცუდ პირობებში არიან.

ნავთობი - ვენესუელა

ნავთობით მდიდარი ქვეყანა ვენესუელა, საბოლოოდ რესურსების მსხვერპლი გახდა. 2014 წელს ნავთობის ფასების გლობალურმა კოლაფსმა ვენესუელას ბოლივარის ინფლაცია გაზარდა, რომელსაც მთავრობამ მეტი კუპიურების დაბეჭდვით უპასუხა. მაგრამ ამან სიტუაცია მხოლოდ გააუარესა. 2016 წელს ინფლაციამ 800% -ს მიაღწია და მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 2019 წლის აგვისტოსთვის ინფლაციამ 10,000,000% -ს მიაღწია.

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის იანვარში ქვეყნის ეკონომიკა ოდნავ გაუმჯობესდა, ნავთობზე დამოკიდებული ვენესუელა მაინც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამას დაემატა აშშ-ს მიმდინარე სანქციები და ქვეყნიდან რუსეთის ნავთობკომპანია როსნეფტის წასვლა.

ნუში - აშშ

ნუშზე მოთხოვნა მსოფლიოში სწრაფად იზრდება. Statista– ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2019/20 წლებში, სეზონზე 1,48 მლნ ტონა იქნა წარმოებული, რაც 9,9% –ით მეტია წინა წელთან შედარებით.

ამერიკა ნუშის წარმოების ყველაზე მსხვილი ქვეყანაა მსოფლიოში. იგი მსოფლიოში ნუშის წარმოების დაახლოებით 80% -ს უზრუნველყოფს.

პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ნუშს გასახარად საკმაოდ დიდი რაოდენობის წყალი სჭირდება. ამერიკას კი საკმარისი რაოდენობის წყლის მოპოვება უჭირს, რადგან წარმოება მართლაც კოლოსალურია. მომგებიანი ბიზნესისთვის ფერმერები ყველაფერს აკეთებენ. როგორც წესი, ამისთვის მდნარი თოვლის იმპორტსაც კი არ ერიდებიან. ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ ნუშის გამო, ფერმერებმა ბოლო წლებში ღრმა იადაგიდა წყლის ამოტუმბვა დაიწყეს, რაც გარემოზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს.

შოკოლადი - კოტ დიუვარი

შოკოლადის მთავარი ინგრედიენტის, კაკაოს წარმოებამ კოტ დიუვარს, რომელიც შოკოლადის გლობალურ ბაზარს კაკაოს მარცვლების თითქმის მესამედით ამარაგებს, უამრავი პრობლემა მოუტანა. ადგილობრივ ფერმერთა დაახლოებით 88% ვერ შოულობს საარსებო მინიმუსს, რადგან საერთაშორისო სამართლიანობის მიხედვით, მათი დღიური ანაზღაურება მხოლოდ 2,50 დოლარია. მოსავალი ხშირად დაცულ ტერიტორიებზე იზრდება. გარემოსდაცვითი ორგანიზაციის Mighty Earth მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2000 წლიდან მონ პეკოს ეროვნული პარკისა და მარაჰუეს ეროვნული პარკის თითქმის ნახევარი კაკაოს დარგვის შედეგად განადგურდა.

პალმის ზეთი - ინდონეზია და მალაიზია

პალმის ზეთი, რომელსაც უამრავი დანიშნულება აქვს, წარმოუდგენლად სასარგებლო, მაგრამ ამავე დროს პრობლემატური ნაწარმია. მასზე მოთხოვნა ათწლეულების განმავლობაში სტაბილურად გაიზარდა. თუ 1995 წელს 15,2 მილიონი ტონას აწარმოებდნენ, 2019 წელს 76 მილიონ ტონაზე იყო მოთხოვნა. სავარაუდოდ, 2050 წლისთვის, მოთხოვა და წარმოებაც გაორმაგდება.

მსოფლიოს პალმის ზეთის დაახლოებით 85%-ს ინდონეზია და მალაიზია აწარმოებს. ამ ორ ქვეყანაში მოსავლიანობის ზრდა დაკავშირებულია მიწათმოქმედებასთან. მიწის გასაწმენდად ფერმერები ცეცხლს იყენებენ. რის შედეგადაც განადგურდა რამდენიმე სახეობის მცენარე და რამდენიმე უკვე გადაშენების პირასაა. საფრთხე დაემუქრა ადგილობრივ ლანდშაფტში მცხოვრებ ცხოველებსა და ფრინველებსაც.

ინდუსტრია ასევე უკავშირდება ადამიანის უფლებების დარღვევას. სავარაუდოდ, პალმის ზეთის იდუსტრიაში არასრულწლოვნებსაც ძალით ამუშავებენ.

ლითიუმი - არგენტინა

2020 წელს ელექტრომობილების გაყიდვები წინა წელთან შედარებით 43% -ით გაიზარდა.

ელექტრომობილები პოპულარობას ყოველ წელს იხვეჭს. მაგრამ მათ ბატარეაში გვხვდება ერთი მნიშვნელოვანი მასალა - ლითიუმი. ერთი ელექტროძრავის ბატარეას სჭირდება 10 კგ ლითიუმი და რადგან არგენტინაში ლითონის უდიდესი მარაგია, ქვეყნის მოსახლეობისთვის მზარდი მოთხოვნა პრობლემური გახდა.

(წყარო - lovemoney.com)

თეონა რამაზაშვილი