დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, აცრისთვის ადგილების დამატება ნამდვილად იგეგმება.
„რაც შეეხება თვითონ „სინოფარმის“ ვაქცინას, ეს უკვე ძალიან გამოცდილი ვაქცინაა. ჩინეთის გარდა, მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში გამოიყენება. მსოფლიოში ძალიან ფართოდ არის ადმინისტრირებული. ასე რომ, ვაქცინამ უკვე დაამტკიცა თავისი უსაფრთხოება და ეფექტურობა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენთანაც წარმატებით გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი“, - აცხადებს იმნაძე.