სად ღირს კერძო სახლები ყველაზე ძვირი და იაფი თბილისში - ძვირადღირებული და იაფი უბნები

2021 წლის 1-ელ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 2%-ით გაიზარდა. ინდექსის წლიურმა ზრდამ კი 13.6% შეადგინა.

კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, ბინების სეგმენტში ფასები 1.8%-ით, კერძო სახლების სეგმენტში კი - 2.6%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება წლიურ ჭრილს, წინა წლის 1-ელ კვარტალთან შედარებით ბინების ფასები საშუალოდ - 12%-ით, ხოლო კერძო სახლების - 18,3%-ით არის მომატებული.

„საქსტატს“ ასევე გამოქვეყნებული აქვს ინფორმაცია თუ როგორია თბილისის უბნების მიხედვით, კერძო სახლების 1 კვ. მეტრის საშუალო ფასი.

  • ვაკე - 3 687 ლარი;
  • მთაწმინდა - 3 480 ლარი;
  • დიდუბე - 2 860 ლარი;
  • საბურთალო - 2 703 ლარი;
  • კრწანისი - 2 690 ლარი;
  • ჩუღურეთი - 2 472 ლარი;
  • ისანი - 2 250 ლარი;
  • ნაძალადევი - 1 993 ლარი;
  • გლდანი - 1 801 ლარი;
  • სამგორი - 1 714 ლარი.

თაია არდოტელი