დაზარალებულთა ნაწილის ინფორმაციით, დიდუბეში, ერისთავის ქუჩაზე ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა.
„იწვის ჩვენი საქონელი. მე პირადად მეორადის საწყობი მაქვს. ცეცხლი გაჩნდა დენის გაყვანილობიდან და დაიწვა 3 საწყობი. მათგან ორი ჩვენი იყო, დაიწვა და განადგურდა ტონობით საქონელი,“ - აცხადებს ერთ-ერთი საწყობის მესაკუთრე.
დიდუბეში, ერისთავის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების მიზნით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის დამატებითი ძალები გამოიძახეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
ამ დრომდე ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 6 ეკიპაჟი მუშაობდა.