საქართველოში კორონავირუსით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 379 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 776 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 31 982 ტესტი ჩატარდა.