ფედრეზერვი მეორე კვარტალში ეკონომიკის 8%-იან ზრდას პროგნოზირებს

აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელ კრისტოფერ უოლერის განცხადებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 8%-ით გაიზრდება.

„ამერიკის ეკონომიკა 2021 წლის პირველ კვარტალში 6,4%-ით გაიზარდა. ეს უფრო მეტია, ვიდრე იყო 2020 წლის პირველ კვარტალში, როცა პანდემია აშშ-ის ეკონომიკაზე ჯერ სრულად არ იყო ასახული. მეორე კვარტალში ზრდა, სავარაუდოდ, 8%-ს შეადგენს და გვაქვს საკმარისი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს ზრდა წლის ბოლომდე გაგრძელდება,“ - აცხადებს კრისტოფერ უოლერი.

მისი თქმით, შრომის ბაზრის აღდგენის ტემპებთან და ინფლაციურ ნახტომთან დაკავშირებით გამოთქმული პროგნოზები გრძელვადიანი არაა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ აპრილის დასაწყისში გაკეთებული პროგნოზით, ამერიკის მშპ წელს 6,4%-ით მოიმატებს. სხვა პროგნოზების მიხედვით, ამერიკის ეკონომიკა წელს 7%-ით გაიზრდება, რაც ბოლოს 1984 წელს მოხდა.

კოკა კვირკველია