იმპორტი 2-ჯერ შემცირდა, ხოლო ექსპორტი 7-ჯერ გაიზარდა - ქვეყნები, სადაც საქართველო სისხლს ყიდის და ყიდულობს

მიმდინარე წლის 3 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველომ 2-ჯერ ნაკლები რაოდენობის სისხლი შეიძინა, თუმცა 7-ჯერ მეტის ექსპორტი განახორციელა.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში, საქართველომ 14.4 ტონა (9,362 მლნ აშშ დოლარის) ადამიანის და ცხოველის სისხლი იყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 29.1 ტონა (8,635 მლნ აშშ დოლარის).

რაც შეეხება ექსპორტს, ქვეყანამ მიმდინარე წლის 3 თვეში საზღვარგარეთ 14.7 ტონა (1,629 მლნ აშშ დოლარის) სისხლი გაყიდა (ადგილობრივი ექსპორტი). გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 2.1 ტონა (441.2 ათასი აშშ დოლარის).

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ ქვეყნების ჩამონათვალით, სადაც საქართველო სისხლს ყიდის და ყიდულობს:

ქვეყნები, საიდანაც საქართველომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სისხლი შეიძინა:

  • შვეიცარია - 4,643 მლნ აშშ დოლარი (0.6 ტონა)
  • საფრანგეთი - 1,179 მლნ აშშ დოლარი (1.5 ტონა)
  • ბელგია - 806.3 ათასი აშშ დოლარი (0.4 ტონა)
  • გაერთიანებული სამეფო - 548.9 ათასი აშშ დოლარი (0.5 ტონა)
  • გერმანია -502 ათასი აშშ დოლარი (1 ტონა)
  • ნიდერლანდი - 394.8 ათასი აშშ დოლარი (0.5 ტონა)
  • იტალია - 306.9 ათასი აშშ დოლარი (0.5 ტონა)
  • რუსეთი - 181.9 ათასი აშშ დოლარი (1.9 ტონა)
  • თურქეთი - 93.8 ათასი აშშ დოლარი (4 ტონა)
  • დანია - 86.6 ათასი აშშ დოლარი (1.2 ტონა)

ამასთან, საქართველო სისხლს ყიდულობს შემდეგი ქვეყნებიდანაც: ავსტრალია, ავსტრია, სომხეთი, ბულგარეთი, ბელარუსი, ჩინეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, ინდოეთი, ირლანდია, კორეა, მოლდოვა, რუმინეთი, ესპანეთი, უკრაინა და აშშ.

ქვეყნები, სადაც საქართველომ 2021 წლის იანვარ-თებერვალში (აპრილში ექსპორტი არ განხორციელებულა) სისხლი გაყიდა:

  • უზბეკეთი - 1,443 მლნ აშშ დოლარი (8.9 ტონა )
  • უკრაინა - 178.6 ათასი აშშ დოლარი (5.8 ტონა)
  • სომხეთი - 7.8 ათასი აშშ დოლარი
ნინი ქეთელაური