პარლამენტი 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს იხილავს

პარლამენტში 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის განხილვა მიმდინარეობს.

საბიუჯეტო პარამეტრებს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური აცნობს. როგორც მინისტრმა სესიაზე განაცხადა, ბიუჯეტის პროექტი სრულ შესაბამისობაშია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამასთან და სამთავრობო პროგრამასთან, რომლის მიზანია, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა და ეკონომიკური სტაბილურობის განვითარება.

საბიუჯეტო პრიორიტეტად სოციალური და ჯანდაცვის სფეროები რჩება.