საქართველოდან შამპანურის ექსპორტმა პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა - სად ვყიდით ცქრიალა ღვინოს

საქართველოდან შამპანურის ექსპორტმა პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის 4 თვეში ქვეყნიდან გავიდა 1,005 მლნ დოლარის ღირებულების ცქრიალა ღვინო, ეს კი თითქმის 50%-ით მეტია წინა წლის და 28,1%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

უფრო კონკრეტულად, 2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 275 854 ლიტრი ცქრიალა ღვინო, ჯამში 1,005 მლნ დოლარის ღირებულების; 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 181 785 ლიტრი, 672,2 ათასი დოლარის ღირებულების, 2019 წელს კი 256 551 ლიტრი, 784,9 ათასი დოლარის ღირებულების.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, წელს საქართველოდან შამპანური გაიყიდა 20-ზე მეტ ქვეყანაში. Top-5-ეული კი ასე გამოიყურება:

  • უკრაინა - 406,2 ათასი დოლარი (159 255 ლიტრი)
  • სინგაპური - 229 ათასი დოლარი (47 860 ლიტრი )
  • გაერთიანებული სამეფო - 103,4 ათასი დოლარი (36 909 ლიტრი)
  • რუსეთი - 86,8 ათასი დოლარი (31 167 ლიტრი)
  • ბელარუსი - 43,5 ათასი დოლარი (17 124 ლიტრი)