პანდემიის დროს ხის კოტეჯებზე მოთხოვნა გაორმაგდა - Kohi.ge

,,პანდემიამდე, თუ ჩვენი ძირითადი მომხმარებელი ტურისტული სექტორი იყო, ახლა ძირითადი მომხმარებელი ფიზიკური პირები არიან“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ Kohi.ge-ს დამფუძნებელმა ირაკლი ლომიძემ.

მისი თქმით, მომხმარებელი ძირითადად 60 კვადრატულ მეტრამდე სახლს აშენებს, რადგან უფრო დიდი ზომის შემთხვევაში სამშენებლო ნებართვის მიღება ძალიან არის გართულებული.

,, პანდემიის პირველ 3 თვეს თუ არ ჩავთვლი, როცა მომავალი ძალიან გაურკვეველი და ბუნდოვანი იყო მთელი მსოფლიოსთვის, მოთხოვნა ჩვენს სახლებზე მუდმივად მზარდია. პანდემიამდე, თუ ჩვენი ძირითადი მომხმარებელი ტურისტული სექტორი იყო, ახლა ძირითადი მომხმარებელი ფიზიკური პირები არიან. ეს ეხება როგორც სააგარაკე, ასევე მუდმივად საცხოვრებელ სახლებს.

რაც შეეხება ძირითად მოთხოვნას, ეს არის 60 კვ.მ სახლები, რადგან სამშენებლო ნებართვა მარტივი წესით გაიცემა მუნიციპალიტეტის მიერ. სხვა დანარჩენზე კი ნებართვის მიღება ძალიან არის გართულებული ადრინდელთან შედარებით და ბევრ ბიურაკრატიული საფეხურის გავლას მოითხოვს.

ყველაზე მეტი მოთხოვნა რაჭაშია, შემდეგ მოდის თბილისის შემოგარენი და სხვა რეგიონები. პანდემიის პირობებში, ჩვენს სახლებზე მოთხოვნა ორჯერ გაიზარდა“- განაცხადა ირაკლი ლომიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ცნობისთვის, კომპანია ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. ამ დროისთვის ერთი კვადრატული კოტეჯის მშენებლობის ღირებულება 250 დოლარიდან იწყება.

თამარ მუკბანიანი