რუსეთი ილონ მასკს ქარხნის გასახსნელად ეპატიჟება

რუსეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრომ ამერიკელ ბიზნესმენს ილონ მასკს მიმართა, განიხილოს ელექტრომობილების საწარმოს რუსეთში აშენების შესაძლებლობა. როგორც მანამდე, 21 მაისს მასკმა ერთ-ერთ რუსულ ღონისძიებაზე ვიდეოჩართვისას განაცხადა, ის პერსპექტივაში არ გამორიცხავს, რომ რუსეთი იქნება იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც მოხდება Tesla-ს ელექტრომობილების წარმოება.

„ძვირფასო ილონ მასკ, ჩვენ აღფრთოვანებული ვართ, რომ თქვენ განიხილავთ რუსეთში ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობას. ჩამობრძანდით და მიიღეთ ჩვენი წინადადებები ამ საკითხზე. ჩამოდით, დავილაპარაკოთ,“ - წერია უწყების „ტვიტერის“ მიმართვაში.

მასკს აღნიშნულ ტვიტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

კოკა კვირკველია