საქართველოში კორონავირუსით კიდევ 33 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 33 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 602 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 29 985 ტესტი ჩატარდა.