რაულ ხაჯიმბა: აფხაზეთში ეკონომიკის არც ერთი დარგი არ მუშაობს

აფხაზეთში ეკონომიკის არც ერთი დარგი არ მუშაობს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ძალიან დიდი ძალისხმევა გვიწევს იმისთვის, რომ ბიუჯეტში გადასახადები შემოვიდეს. ძალიან მძიმედ დგას ენერგოუსაფრთხოებისა და კომუნალური გადასახადების საკითხი", - განაცხადა ხაჯიმბამ. მისივე თქმით, ეს იმის ბრალია, რომ წლების განმავლობაში არ ყოფილა მიღებული შესაბამისი ზომები ქვეყნის განვითარებისთვის.