მსოფლიოში კორონავირუსით დღემდე 168 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 149 მილიონი კი - გამოჯანმრთელდა

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოფიციალური სტატისტიკით 168 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 149 მილიონს აჭარბებს, ხოლო ამჟამად ინფიცირების 15.1 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. Worldometers-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ვირუსს ჯამში 3.48 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - საფრანგეთი, მეხუთეზე კი - თურქეთია.