Topshop კანადაში ყველა მაღაზიას ხურავს და ქვეყნიდან გადის

კანადაში პირველი ოფიციალური მაღაზიის გახსნიდან ათი წლის შემდეგ, ბრიტანული ქსელი Topshop ქვეყანას ტოვებს.

“ჰადსონ ბეის“ უნივერმაღებში, Topshop და Topman -ის საცალო ვაჭრობის ყველა სივრცე, როგორიცაა Eaton Center და Yorkdale Mall ტორონტოში, ამ შემოდგომაზე დაიხურება.

“ჰადსონ ბეის“ კომპანიამ დაადასტურა, რომ Topshop -თან პარტიორობას 2021 წლის ოქტომბრისთვის წყვეტს.

ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში, Topshop -ის მაშინდელმა მშობელმა კომპანია Arcadia Group- მა გაკოტრების შესახებ განაცხადა და აშშ-ში ყველა მაღაზია დახურა.

Retail Insider უცნობ წყაროზე დაყრდობით იუწყება, რომ HBC -მ ASOS- თან შეთანხმებას ვერ მიაღწია, რამაც “ჰადსონის ყურის“ კანადური მაღაზიებიდან Topshop-ის გაყვანა გამოიწვია.

Arcadia Group-ის გაკოტრებამდე, Topshop-სა და Topman -ს მსოფლიოში 510 საცალო მაღაზია ჰქონდა. კომპანია ჩრდილოეთ ამერიკაში 2007 წელს შევიდა და 2010-იანი წლების დასაწყისისთვის აშშ-ს 11 მთავარი ფლაგმანი ოფისი ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ Arcadia Group-ი საქართველოშიც 3 ბრენდით იყო წარმოდგენილი - Miss Selfridge, Topshop-ი და Wallis-ი. Topshop-მა ბაზარი 2 წლის წინ დატოვა, შემდეგი იყო Miss Selfridge და უკანასკნელი კი, ვინც ბაზრიდან გავიდა Wallis-ი იყო.

თეონა რამაზაშვილი