ილონ მასკმა Tesla-ს ავტომობილების გაძვირების მიზეზი დაასახელა

Tesla-ს ელექტრომობილებზე ფასის ზრდა მიწოდების ჯაჭვში, განსაკუთრებით კი ნედლეულზე ფასების ზრდამ გამოიწვია. ასეთი პასუხი გასცა Twitter-ზე კომპანიის მფლობელმა, ილონ მასკმა ერთ-ერთი მომხმარებლის კითხვას, რომელმაც ამერიკული კომპანიის პროდუქციის გაძვირების გამო წუხილი გამოთქვა.

Reuters წერს, რომ მაისში Tesla-მ ავტომობილებზე ფასი მეხუთედ გაზარდა. სააგენტოს მონაცემებით, ბოლოს Model 3-ისა და Model Y-ის ფასი 500 დოლარით გაიზარდა.

აპრილში ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანია მიწოდების ჯაჭვში სერიოზულ პრობლემებს წააწყდა, რაშიც მიკროჩიპების გლობალური დეფიციტი იგულისხმა. 27 მაისს Financial Times წერდა, რომ Tesla მიკროჩიპების მწარმოებელი ქარხნის შეძენას განიხილავს და ამერიკულ, ტაივანურ და სამხრეთ-კორეულ კომპანიებთან მოლაპარაკებებიც გამართა.

კოკა კვირკველია