გუდაურში ხელოვნური გათოვლიანება დაიწყო

გუდაურში ზამთრის საკურორტო სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს.

როგორც გუდაურის ”ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე წერენ, კურორტზე ხელოვნური გათოვლიანება უკვე დაიწყო. გუდაურსა და ,,დიდველზე’’ ზამთრის სეზონი ოფიციალურად 20 დეკემბერს გაიხსნება.

გუდაურის განვითარების სააგენტოსა და ავსტრიულ კომპანია "დემაკლენკოს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სამთო კურორტებს ხელოვნურად გაათოვლიანებენ და საკურორტო სეზონის დაწყება-დასრულება აღარ იქნება დამოკიდებული ბუნებრივ პირობებზე.

ორივე კურორტზე ერთიანი სააბონიმენტო სისტემა დაინერგა, რაც დამსვენებელს საშუალებას მისცემს, ისარგებლოს ერთი აბონიმენტით როგორც დიდველზე (ბაკურიანი), ასევე გუდაურში.