ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს ვაქცინაციის საშუალება რეგიონებშიც ექნებათ

დღეიდან ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეგიონებშიც იწყება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

„ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები თბილისის გარდა, ბათუმსა და თელავში აიცრებიან. ამ მიზნით ტურისტული კომპანიების, განთავსების, კვებისა და გასართობი ობიექტების წარმომადგენლებმა წინასწარი რეგისტრაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე უნდა გაიარონ:

https://gnta.ge/ge/registration-form/...

ბოლო მონაცემებით, ვაქცინის მისაღებად რეგისტრაცია ინდუსტრიის 3000-ზე მეტმა წარმომადგენელმა გაიარა.

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მიღების საშუალება ეტაპობრივად ტურიზმის სექტორის ყველა წარმომადგენელს ექნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.