"სტრადა ჯგუფმა" ავტომობილ GAZelle Next-ის პრეზენტაცია გამართა

ავტომობილების ოფიციალურმა დისტრიბუტორმა საქართველოში "სტრადა ჯგუფმა" ავტომობილ GAZelle Next-ის პრეზენტაცია Event Hall-ში გამართა.

როგორც "სტრადა ჯგუფის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დავით ზაუტაშვილმა განაცხადა, "სტრადა ჯგუფი", "გაზგრუპის" ავტომობილების ოფიციალური დილერი გახდა. "GAZelle Next, რომლის პრეზენტაციაც დღეს არის, სრულიად ახალი მანქანაა, რომელიც "გაზ გრუპმა" შექმნა. ავტომობილი სრულიად შეეფერება ევროპის სტანდარტებს, აქვს ევრო ოთხის ძრავი და ასევე არის განახლებული დიზაინით, ის ძალიან გამძლეა, რაც მომხმარებლებისთვის მეტად მნიშვნელოვანია", - განაცხადა ზაუტაშვილმა.

მისივე თქმით, GAZelle Next არის ის მანქანა, რომელსაც შეუძლია მეორედი ავტომობილების ჩანაცვლება. "ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ბაზარზე გამოჩნდეს ახალი ავტომობილები მეორადის ნაცვლად. ეს იმის ხარჯზე, რომ ფასი არის ძალიან მისაღები და თუ ევროპიდან ავტომობილის ჩამოყვანა ჯდება 10 ათასი ან 14 ათასი დოლარი, ჩვენ შეგვიძლია ეს ავტომობილი გავყიდოთ 15 ათას დოლარში სულ ახალი, რომელსაც ექნება 3-წლიანი გარანტია, რომელსაც ექნება ოფიციალური მომსახურება და ჩვენ სერვისის კუთხით ძალიან კარგად ვართ მომზადებული", - განაცხადა ზაუტაშვილმა.

პრეზენტაციაზე "გაზ ჯგუფის" კომერციული ავტომობილების გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორმა, ოლეგ მარკოვმა GAZelle Next-ის უპირატესობებზე დეტალურად ისაუბრა. "გასულ წელს ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და დავიწყეთ საქართველოში ჩვენი ბოლოსწინა მოდელის "გაზელ-ბიზნესის" მიწოდება, რათა შეგვემოწმებინა ქართული ბაზრის რეაქცია ჩვენს პროდუქციაზე. GAZelle Next - ეს არის აბსოლუტურად ახალი პლატფორმა. ჩვენი ვიმუშავეთ სამი ძირითადი მიმართულებით: საიმედოობის გაზრდა, რესურსის გაზრდა და კომფორტის გაზრდა იმ ადამიანებისთვის, ვინც უნდა იმუშაოს ამ ავტომობილებზე", - განაცხადა ოლეგ მარკოვმა.

"სტრადა ჯგუფი", საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან მოღვაწეობს. ჯგუფი საქართველოში FCA-ის (FIAT Chrysler Automobiles, fiat-kraisler avtomobilebis: Abarth, Alfa Romeo, Chrysler, Dodge, Ferrari, Fiat, Jeep, Fiat Professional, Lancia, Maserati, Ram Trucks da SRT) და GAZ-ის ოფიციალური დილერი და თბილისში მეორადი ავტომობილების ყველაზე დიდი ავტობაზრობის მფლობელია.

(R)