ამირან გამყრელიძე - საკოორდინაციო საბჭოს ე.წ კომენდანტის საათის მოხსნაზე რეკომენდაციას ამ ეტაპზე ვერ მივცემთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს ე.წ კომენდანტის საათის მოხსნაზე რეკომენდაციას ამ ეტაპზე ვერ მისცემს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვებინარზე განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ კომენდანტის საათთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

„ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი, მიუხედავად იმისა, რომ მცირდება 17 მაისის შემდეგ, მაინც რამდენიმე ასეულის ფარგლებშია და ამიტომ ჯერჯერობით ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ მისცემს რეკომენდაციას, თუმცა გიდასტურებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოზე ამაზე მსჯელობა მიდის", - განაცხადა გამყრელიძემ.