ამირან გამყრელიძის განცხადებით, უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში გარკვეული პერიოდით არიან და აცრა უნდათ, ამის შესაძლებლობა მიეცემათ

უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში გარკვეული პერიოდით არიან და აცრა უნდათ, ვფიქრობ, ამის შესაძლებლობა მიეცემათ“,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვებინარზე განაცხადა.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, უცხოეთის მოქალაქეების საქართველოში ვაქცინაციის საკითხზე საკოორდინაციო საბჭოზე იმსჯელებენ.

“გიდასტურებთ, რომ ეს საკითხი მუშავდება და საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება, სანამ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, წინასწარ ვერ განვაცხადებ. უცხოელებს, ვისაც ბინადრობა აქვთ, ასევე დიპლომატებს ჩვენ ვცრით, მაგრამ ზოგადად, უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში გარკვეული პერიოდით არიან და აცრა უნდათ, ვფიქრობთ, რომ მიეცემათ ამის შესაძლებლობა“, - აღნიშნავს გამყრელიძე.