მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 175 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 175 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 3.7 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განიკურნა 158 მილიონზე მეტი ადამიანი. ამჟამად კი მსოფლიოში ინფიცირების 12.7 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 34.2 მილიონი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს 29.1 მილიონი შემთხვევით, მესამეზე - ბრაზილიაა 17.1 მილიონი დაინფიცირებულით, მეოთხეზე - საფრანგეთი, სადაც, პანდემიის დაწყების დროიდან ინფიცირების 5.7 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, მეხუთეზე კი - თურქეთია 5.3 მილიონზე მეტი ინფიცირებულით.