რომელია საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიები - FDI 12 წლის მინიმუმზეა

2021 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო 12 წლის მინიმუმზეა.

კერძოდ, „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის 1-ელ კვარტალში 125.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის 1-ლი კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 28.3 პროცენტით ნაკლებია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამაზე დაბალი მაჩვენებელი მხოლოდ 2009 წლის იანვარ-მარტში ჰქონდა საქართველოს.

„საქსტატის“ ცნობით, უცხოური ინვესტიციების შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რეინვესტიციის მოცულობის შემცირება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რომელი კომპანიები იყო ქვეყნისთვის უმსხვილესი, მიმდინარე წლის 1-ელ 3 თვეში. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემებიდან ირკვევა, ეს კომპანიებია:

  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
  • შპს თბილისი ენერჯი;
  • სს ენერგო - პრო ჯორჯია;
  • სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური;
  • შპს ტოიოტა კავკასია;
  • შპს აჭარ ენერჯი-2007;
  • შპს CBD Development;
  • შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია; (სუპერმარკეტების ქსელი „კარფური“)
  • სს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი;
  • სს ბიჯეო ჯგუფი.
თაია არდოტელი